logo
ENG



სასამართლომ გაათავისუფლა "რიონის დამცველთა" აქტივისტი, რომელიც 9 აპრილს დააკავეს

10 აპრ 202115:35
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სასამართლომ გაათავისუფლა რიონის ხეობის დამცველთა აქტივისტი, ლაშა ქუთათელაძე, რომელიც პოლიციამ 9 აპრილს დააკავა, გაათავისუფლა.

საია, რომელიც ქუთათელაძის ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ სასამართლომ არ დაადგინა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ლაშა ქუთათელაძეს არ დააკისრა არანაირი პასუხიმგებლობა და შეწყვიტა საქმის წარმოება. 

აქტივისტები ყვებიან, რომ ლაშა ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამახვანში ქუთაისი-აპლანას საავტომობილო გზით ბრუნდებოდა, რა დროსაც ის პოლიციამ გააჩერა. 

ქუთათელაძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ 2 პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

თანმხლები პირები გაფრთხილებით გაუშვეს, ქუთათელაძე კი პოლიციისადმი დაუმორჩილების ბრალდებით დააკავეს. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ, ასევე, ბრალად ედებოდა სოფელ ნამახვანში გადაპარვის მცდელობა - სოფელი, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, პოლიციამ ჩაკეტა. 


close დახურვა